„მთავარ პრიორიტეტს სტუდენტებზე ზრუნვა წარმოადგენს“ - მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა
17-11-2022
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტთა საერთაშორისო დღე ახალგაზრდებს სოციალური ქსელით მიულოცა.
„17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა – მინდა, თითოეულ სტუდენტს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკვე მრავალი წელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სტუდენტებზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
მჯერა, მომდევნო წლები თქვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და პასუხისმგებლობებით სავსე იქნება. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს და თქვენი თითოეული გამარჯვებით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებებსა და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს გისურვებთ!“, - აღნიშნულია გავრცლებულ ინფორმაციაში
17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1946 წლიდან, ხოლო საქართველოში 2009 წლიდან აღინიშნება.