ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში შემოქმედებითი კვირეული ჩატარდა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული უნარების განვითარება.
პროექტი მიმდინარეობდა საინტერესო აქტივობებით, რომელიც მიზანმიმართული იყო ამ უნარების განვითარებაზე.
პროექტ-გაკვეთილი მე-5 კლასში, რუსულ ენაში ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპარი „Колобок“, რომლის მიხედვითაც შექმნეს წიგნები.
კვირეულის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა განხორციელდა:
აქტივობა 1 - მოსწავლეებმა ნახეს მულტფილმი „Колобок“, მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ
აქტივობა 2 - მოსწავლეებს დაურიგდათ სამუშაო ფურცლები, უჯრებში ჩახატული შტრიხების მიხედვით უნდა ააწყონ პერსონაჟები
აქტივობა 3 - ფაზლებით მუშაობა
აქტივობა 4 - როლური თამაში
აქტივობა 5 - მოსწავლეებმა შექმნეს წიგნი. მათი ნამუშევარი სკოლის ვებგვერდზე განთავსდა.
მოსწავლეები როგორც წყვილებში, ისე ინდივიდულურად მუშაობდნენ.
იხილეთ ფოტოები