თაბაგრაბის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წრის - ,,ქართულ ქართველთ რწმენაა“ წევრებმა დედა ენის დღე აქციით აღნიშნეს.
წრის წევრმა მოსწავლეებმა 14 აპრილის მნიშვნელობასა და დედა ენის დღის დაწესების ისტორიაზე სამახსოვრო ბროშურები დაბეჭდეს და ჭიათურის ქუჩებში დაარიგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქციაში ხალისით ჩაერთვნენ.
„თითოეული მოსწავლე ხალისით აჩერებდა გამვლელს, სახელმწიფო ენის დღეს ულოცავდა და სამახსოვრო ბუკლეტს გადასცემდა. საოცარი სიამაყე და სითბო იღვრებოდა მოსწავლეების თვალებიდან, მოქალაქეები კი უდიდესი სიხარულითა და ღიმილიანი გამომეტყველებით ხვდებოდნენ მათ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
14 აპრილს საქართველოშ „დედაენის დღე“ აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.
იხილეთ ვიდეო