სკოლის მასწავლებელთა დაფინანსება იცვლება - მთავრობის გადაწყვეტილება
17-11-2022

საქართველოს პარლამენტს, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა და აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით ახალი წლიდან გათვალისწინებულია 1 მლრდ 655 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც სტატუსიანი მასწავლებლების, ასევე სკოლის მანდატურების ხელფასები 125 ლარით გაიზრდება, ხოლო სკოლის ადმინისტრაციის, ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების ანაზღაურება 10 პროცენტით მოიმატებს:

„განსაზღვრულია სტატუსის მქონე, ასევე სპეცმასწავლებელთა დანამატის ზრდა 125 ლარით, სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა 10 პროცენტის ოდენობით, სკოლის მანდატურის ხელფასის ზრდა 125 ლარით, სკოლის ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა;

გარდა ამისა, განისაზღვრა, რომ სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულება 6 თვით დაფინანსდება, ხოლო პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება 15-დან 18 ლარამდე გაიზრდება.


იხილეთ ასევე:

ბაღის თანამშრომლებს ხელფასი მოემატებათ - დეტალებზე მინისტრმა ისაუბრა

პენსიების მატებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრი დამატებით განმარტებას აკეთებს

„უნივერსიტეტებს ბევრი ქონება აქვთ, რომელსაც სასწავლო პროცესში არ იყენებენ “ - მინისტრი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203