ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით კალიგრაფიის კონკურსი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ჩატარდა.
კონკურსში პირველი ადგილი N24 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნატო დანგაძემ მოიპოვა.
კალიგრაფიის კონკურში რეგისტრაცია 150 მონაწილემ გაიარა. ამათგან კონკურსზე 96 მოსწავლე და 21 მასწავლებელი გამოცხადდა.
გამარჯვებულებს 200-200 ლარიანი ფულადი პრიზები გადაეცათ საჩუქრად.
იხილეთ ფოტოები