კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში დედა ენას ღონისძიება მიუძღვნეს
17-04-2018
კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენის შექმნაზე, იაკობ გოგებაშვილზე, 14 აპილის დედა ენის დღედ დაწესების ისტორიასა და მშობლიური ენის მნიშვნელობაზე პრეზენტაცია მოამზადეს.
მოსწავლეებმა ასევე დედა ენაზე დაწერილი ლექსები და ქართველი მწერლების გამონათქვამები წაიკითხეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.