ფინანსთა მინისტრმა, პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, დეტალურად ისაუბრა იმ თანხებზე, რომელიც განათლების ხელშეწყობის მიმართულებითაა განსაზღვრული.ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ პედაგოგებს, ბაღების აღმზრდელებს ემატებათ ხელფასი, ასევე მანდატურებს, სპეცმასწავლებლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თუმცა მას დამატებითი განმარტების გაკეთება დასჭირდა, რატომ იზრდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 300 მლნ ლარით.
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თანხების უმეტესობა მიმართული იქნება განათლების მუშაკთა ხელფასებზე:
„განათლების მიმართულებით, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ფინანსებში და მინდა განვმარტო, რომ თანხების უდიდესი ნაწილი მიმართული იქნება განათლების მუშაკების ხელფასებზე“.
იხილეთ ასევე:სკოლის მასწავლებელთა დაფინანსება იცვლება - მთავრობის გადაწყვეტილებაპენსიების მატებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრი დამატებით განმარტებას აკეთებსბაღის თანამშრომლებს ხელფასი მოემატებათ - დეტალებზე მინისტრმა ისაუბრა
„უნივერსიტეტებს ბევრი ქონება აქვთ, რომელსაც სასწავლო პროცესში არ იყენებენ “ - მინისტრი