ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ღონისძიება „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხეოთის საჯარო სკოლის მეათე და მერვე კლასის მოსწავლეები ქრისტინა მოთიაშვილი და გვანცა ბექაური.
გოგონებმა საყვარელ სპორტზე და სპორტსმენზე ისაუბრეს.
მათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ხეოთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის სპორტის პედაგოგს გელა ტივაძეს გაწეული მუშაობისთვის და მსგავს ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის.
იხილეთ ფოტოები