სავანეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის ლამია გუსეინოვას თემა ბლოგთემის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტში „დედაენა ქართული“ მესამე ადგილზე გავიდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასიხარულოა, რომ აზერბაიჯანელი მოსწავლეები იცავენ სახელმწიფო ენას:
„ვულოცავთ სკოლის სახელით ლამიას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.“
გამარჯვებულების დაჯილდოება ბოლნისის სიონში მოხდა. დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო ქვემო ქართლის გუბერნატორი: გრიგოლ ნემსაძე, ბოლნისის რესურცენტრის ხელმძღვანელი: იამზე სვანიძე, სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორი: ინგა მიქელაძე, ქართული ენის პედაგოგი: მაია მელქაძე და სხვა სკოლის წარმომადგენლები.
იხილეთ ფოტოები