შიდა ქართლის პოლიცია, რომლის ხელმძღვანელია ვალერი თელია, სკოლებთან საპოლიციო კონტროლს იწყებს, - ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
სკოლებთან პოლიციელების გამოჩენა იმ დაუდასტურებელ ამბებს უკავშირდება, რომელიც ბოლო ორი კვირის მანძილზე, დაუდგენელი წყაროებით ვრცელდება.
შს სამინისტროს პრესსამსახურმა და ასევე გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა არაერთხელ გვაცნობა, რომ ბავშვების გატაცების მცდელობების შესახებ, ოფიციალური შეტყობინებები არ შესულა.
შესაბამისად, გამოძიება არც დაწყებულა. გამოუძიებელი და დაუდასტურებელი ფაქტების ფონზე გორის სკოლებთან საპოლიციო კონტროლი იწყება.
სხვათა შორის აღნიშნულის შესახებ etaloni ge, უკვე წერდა, საუბარი იყო თბილისის სკოლებთან საპატრულო ეკიპაჟების ჩაყენებაზე.
იხილეთ ასევე:
სკოლებთან პოლიციის ეკიპაჟები დააყენეს? - განათლებისა და შს სამინისტროების განმარტება