ფინანსური პრობლემების გამო 4 წელში სტუდენტთა მხოლოდ 1-2%-მა  შეწყვეტა სწავლა - მინისტრი 
19-11-2022
ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისულ განათლების მინისტრს პასუხის გაცემა მოუწია სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის ზრდაზეც. 

კითხვაზე, რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს სამინისტრო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით და როგორ აპირებს ამ პრობლემის გადაჭრას, მაშინ როცა სტუდენტები უკიდურესად მძიმე სოციალურ სიდუხჭირეს განიცდიან მინისტრმა უპასუხა, რომ ფინანსური მიზეზით სტუდენტების მიერ სტატუსის შეჩერების რიცხოვნობის მკვეთრი მატება არ ფიქსირდება

„2018 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტა მონაცემებია მოცემული. სტატუსის შეჩერების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა...  აღნიშნული პერიოდის მონაცემების თანახმად ფინანსური პრობლემების გამო სტაუსშეჩერებულ სტუდენტთა რიცხოვნობის მკვეთრი მატება არ აღინიშნება და მერყეობს 1-2 %-ის ფარგლებში", - აღნიშნა მინისტრმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203