იზრდება თუ არა რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობა - მინისტრი ჩხენკელი აქტუალურ კითხვას პასუხობს
18-11-2022

საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი  პარლამენტში წარდგა და ოპოზიციის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი ქვეყანაში რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების ზრდას შეეხებოდა.

ინტერპელაციის ფარგლებში დასმული კითხვის თანახმად, „საქართველოში 58 რუსულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორია, რომლის კონტინგენტი იზრდება და იზრდება ასევე რუსული კერძო სკოლების რაოდენობაც. როგორია სამინისტროს პოლიტიკა ასეთ დროს?

მინისტრმა ჩხენკელმა აღნიშნული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან საჯარო და კერძო სკოლებში რუსული სექტორი არ დამატებულა, ხოლო 2 საჯარო სკოლაში საერთოდ შეწყვიტა ფუნქციონირება:

„გვაქვს 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორი; ავტორიზაცია არ გაუვლია რუსულენოვან კერძო სკოლას. 2021 წლის მაისის მდგომარეობით, რუსულენოვან სექტორზე სწავლობდა 14 222 მოსწავლე, ხოლო 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით 16 042-ს; რუსულენოვანი კონტინგენტის 1829 მოსწავლით ზრდა უმთავრესად უკავშირდება უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების შემოსვლას, ვინც ვერ ახერხებს განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე. ეს კი არ გულისხმობს რუსულენოვანი სექტორებისა და სკოლების რაოდენობის ზრდას“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203