როდიდან დაიწყება სკოლებში მოსწავლეთა უფასოდ კვება - ჩხენკელის პასუხი
18-11-2022
როდიდან დაიწება სკოლებში მოსწავლეთა უფასოდ კვება - აღნიშნული კითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს კითხვა დეპუტატმა ანა წითლიძემ დაუსვა.
„ყოველი მეოთე ბავშვი ამ ქვეყანაში შიმშილობს და საჯარო სკოლაში უფასო კვება არის ის საკიტხი, რომელზეც ორიენტირებული უნდა ვიყოთ. განსაკუთრებით იმ ფონზე როცა ემიგრაციაში მიდიან ჩვენი მოქალაქეები და ბავშვს ორიდან ერთი მშობელეი არ ყავს ქვეყანაში.
ხელისფულება აქტიურად მუშაობდა ამ საკითხზე თუმა ახლა რაც მივიღე პასუხი არის ის, რომ გაჩერებულია ამ საკითხზე მუშაობა - გვითხარით რა ეტაპზეა ეს საკითხი და როდიდან შეძლებენ ჩვენი ბავშვები სკოლებში უფასოდ კვების მიღება?“, - ანა წითლიძის კითხვას მინისტრმა ასე უპასუხა:
„სასკოლო კვების საკითხზე ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობთ unicef-თან ერთად. ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ამ მუშაობის შედეგები იქნება ხელშესახები და ამას თქვენ რა საკვირველია გაიგებთ".
მიხეილ ჩხენკელს დეპუტატის კითხვაზე კონკრეტული ვადები ან ინფორმაცია არ დაუსახელებია.