როგორ აღადგინონ შემაჯამებელი დავალება მასწავლებლებმა, როცა მოსწავლემ სკოლა შეიცვალა
21-11-2022
ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში მოსწავლის მობილობის (ე.წ. გარე მობილობის) დროს შემაჯამებელი დავალების/ დავალების აღდგენის შეფასება.
სკოლიდან სკოლაში მოსწავლის მობილობა ხორციელდება სისტემა Eschol-ის მეშვეობით. მობილობა შეიძლება შეიზღუდოს შემდეგი გარემოებების არსებობის შემთხვევაში:
1. თუ მოსწავლეს არ აქვს შეფასება მიმდინარე სემესტრის ერთ ან მეტ შემაჯამებელ დავალებაში და არ უფიქსირდება გაცდენა (არა)
• მოსწავლის მობილობის განხორციელება შესაძლებელი იქნება აღნიშნულ შემაჯამებელში ნიშნის ასახვის შემდეგ.
2. თუ მოსწავლეს ჩანიშნული აქვს შემაჯამებლის აღდგენა, რომელშიც არ უფიქსირდება გაცდენა (არა) ან შეფასება.
• მოსწავლის მობილობის განხორციელება შესაძლებელი იქნება აღნიშნულ შემაჯამებელი დავალების აღდგენის ნიშნის ასახვის შემდეგ.
3. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მობილობა ხორციელდება შემაჯამებელი დავალების აღდგენის თარიღამდე, საჭიროა წაიშალოს შემაჯამებლის აღდგენის ღონისძიება (ელ. ჟურნალის კალენდრის გვერდიდან).
• ელექტრონული ჟურნალის კალენდრის გვერდზე საჭიროა შემაჯამებელი დავალების აღდგენის წაშლა და მისი ჩანიშვნა მობილობის განხორციელების თარიღამდე. თუ მოსწავლეს არ ჩაენიშნება აღდგენა ან არ დაესწრება მისი შეფასება აღნიშნულ შემაჯამებელ დავალებაში იქნება 0 ქულა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სემესტრული შეფასების კალკულაციაში. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს უფიქსირდება გაცდენა შემაჯამებელ დავალებაზე, მაგრამ არ არის ჩანიშნული შემაჯამებელი დავალების აღდგენა, მოსწავლის მობილობა შესაძლებელია, თუმცა აღნიშნულ შემაჯამებელ დავალებაში მოსწავლის შეფასება იქნება 0 ქულა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სემესტრული შეფასების კალკულაციაში. იმისათვის, რომ უკვე გადასულ მოსწავლეს რომელიმე შემაჯამებელ დავალებაში მასწავლებელმა აუსახოს შეფასება, უნდა იხელმძღვანელოს პირველი პუნქტით „ერთი სკოლის ფარგლებში მოსწავლის პარალელებში გადანაწილების (ე.წ. შიდა მობილობა) დროს შემაჯამებელი დავალების/ დავალების აღდგენის შეფასება“ განსაზღვრული ინსტრუქციით.