ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ დღეს სკოლის VIა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ელისო ბერძულის ხელმძღვანელობით, მხატვრული კითხვის კონკურსი მიუძღვნეს.
კონკურსში მონაწილეობა კლასის უმრავლესობამ მიიღო.
კონკურსი შეაჯამა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სკოლის სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი და, ამავდროულად, კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ამბროლაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე დოდო ქათამაძე.
ღონისძიების სტუმარი გახლდათ სკოლის კურსდამთავრებული, ამჟამად, სკოლის მანდატური და გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილ მხატვრული კითხვის კონკურსში მრავალგზის გამარჯვებული ნათია ხაბურზანია, რომელმაც უმცროს მეგობრებს გალაკტიონ ტაბიძის ლექსი - „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ წაუკითხა.
მან სწორედ ამ ლექსით გაიმარჯვა ჭყვიშში გამართულ მხატვრული კითხვის კონკურსში. ჟიურიმ პატარებს კონკურსში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
17 ნოემბერი დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა.
იხილეთ ფოტოები: