გორის მუნიციპალიტეტის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი შათირიშვილმა თანაშემწედ ზურაბ ილურიძე დანიშნა; ამ ამბავში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: საქმე ის გახლავთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ილურიძე, თანამდებობიდან გორის მერმა პროკურატურის რეკომენდაციით გაათავისუფლა.სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, ილურიძე სისხლისამართლის პასუხისგებაშია. მას და კულტურის სააგენტოს ყოფილ დირექტორებს, გელა კაპანაძეს და დავით წეწვაძეს სამსახურეობრივი გულგრილობის საქმეზე 10 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული; გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და ამ ფონზე ბაღების სააგენტოს უფროსის თანაშემწის პოზიციაზე ილურიძის დანიშნვა, ცოტა არ იყოს, უცნაურია.
არის თუ არა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა კანონდარღვევა და გარდა ამისა, მორალურად, რამდენად გამართლებულია მსჯავრდებული პირის ბაღებში მუშაობა? - აღნიშნული კითხვებით
etaloni.ge-მ გორის ბაღების სააგენტოს მიმათა.
იურისტმა ნუგზარ კოჭლაშვილმა etaloni.ge-სთან განმარტა:„ბატონი ზურა (ილურიძე) დაინიშნა ბაღების სააგენტოს უფროსის თანაშემწის პოზიციაზე, რასაც კანონი არ კრძალავს იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს ბრალდებულის სტატუსი და ჯერ არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი; ბაღების სააგენტო, ეს არ არის საჯარო სამსახური და აქ დასაქმებულები არ არიან საჯარო მოხელეები, შესაბამისად კანონმდებლობა არ კრძალავს.
- ბატონო ნუგზარ, ბევრი ბრალდებული იცით, რომელიც ბაღების სააგენტოში ან თუნდაც ბაღში მუშაობს?- ...მე გეუბნებით, რომ ამ შემთხვევაში კანონი არავის დაურღვევია, რადგან გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა, შეიძლება გამართლდეს კიდეც... არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, საქმის არსებითი განხილვა ახლა იწყება...
- თუ გაამტყუნებენ, ილურიძეს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ბატონო ნუგზარ?- თუ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ხელმძღვანელობა.