სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ.
ამჯერად, მე-10 კლასში ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ - მათ პოეზიის საღამო მოაწყვეს, „პოეტების მეფის“ ლექსები წაიკითხეს, მისი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს.
ღონისძიებამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი იზოლდი ბეჟაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: