დოკუმენტის თანახმად, კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე კაპიტანზე, ოფიცერზე, რიგით შემადგენლობაში შემავალ პირზე, რომელიც კვალიფიკაციის/კომპეტენციის მისაღებად მიმართავს საქართველოს შესაბამის საზღვაო-საგანმანათლებლო (სასწავლო) დაწესებულებას ან ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას და რომელზედაც სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის სერტიფიკატს/კომპეტენციის სერტიფიკატს, აგრეთვე იმ მეზღვაურზე, რომელიც მსახურობს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, გარდა:
ა) სამხედრო გემისა;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, არაკომერციული მიზნით გამოყენებული გემისა;
გ) თევზსაჭერი გემისა;
დ) ხის ან სხვა, პრიმიტიული აგებულების გემისა;
ე) არაკომერციული მიზნით გამოყენებული იახტისა.“;
თუ მეზღვაური ვერ ჩააბარებს სერტიფიკატის მიღებისთვის საჭირო გამოცდას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ იგი, ამ კანონით დადგენილი პირობების თანახმად, ხელახლა იქნეს დაშვებული აღნიშნულ გამოცდაზე, რომელიც ფასიანია. მეზღვაური გამოცდაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში 6-ჯერ. თუ მეზღვაური ვერცერთხელ ვერ ჩააბარებს გამოცდას, მას ბოლო გამოცდის დღიდან 6 თვის ვადით შეუწყდება გამოცდაზე გასვლის უფლება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.