კართუბნის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგის ლია გელაშვილის ხელმძღვანელობით დედა ენის დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთი გამოუშვეს.
კედლის გაზეთი საინფორმაციო ხასიათისაა. მასში გადმოცემულია დედაენის ძეგლის შექმნისა და ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭების ისტორია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაზეთის მიზანია დედა ენის დღის დაწესების ისტორიის შესახებ მოსწავლეების ინფორმირება და მოზარდებში მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობის გათავისება.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები