მოსწავლეები გაეცნენ სასახლის ისტორიას და დაათვალიერეს გამოფენილი ექსპონატები, იხილეს ანიმაციური ფილმი აღდგომის შესახებ და მოხატეს სააღდგომო კვერცხები.
„ბავშვებს ძალიან მოეწონათ ხელოვნების სასახლეში სტუმრობა. როგორც მათ აღნიშნეს, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას მომავალშიც ისურვებდნენ,“ - აღნიშნა მასწავლებელმა.