„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.
კანონპროექტის მიღება გამოწვეულია სპეციალური მასწავლებლების მიმართ ამჟამად არსებული საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და სასკოლო სასწავლო გეგმის განმარტების მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის, პირის/მოსწავლის სკოლაში და სკოლიდან ტრანზიციის პროცესისდარეგულირების, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისრეგულაციების, სკოლაში მომუშავე სპეციალისტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) მმართველობის სფეროში დასაქმებული ფსიქოლოგებისპროფესიული სტანდარტების შექმნის საჭიროებიდან.
კანონპროექტი ცვლილებებს/სიახლეებს ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ:
წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვისკანონით დადგენილი მოთხოვნები და ხდება უფრო მრავალფეროვანი, მოიცავს უფრო მეტალტერნატივას, რაც მეტ პირს მისცემს შესაძლებლობას დასაქმდეს სკოლაში ამ სტატუსით. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება სპეციალური მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები, რაც ზრდის სპეციალურ მასწავლებლად დასაქმებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობას.
ცვლილების შესაბამისად, სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითდადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადიგანათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებულიჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ანმოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ბ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდესსპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
გ) უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი;
დ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული ჰქონდესსპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ე) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისმიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხიდა ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლისგამოცდა ან მოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლოპროგრამის დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ასევე, კანონპროექტით განისაზღვრება სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა და მასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება. დეტალები