სკოლების დირექტორებს, აქტიური მოღვაწეობისთვის, დიპლომები გადაეცემათ
24-11-2022
2022 წლის განმავლობაში სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის, არაფორმალური განათლების მიმართულებით აქტიური და ნაყოფიერი შრომისთვის, გამორჩეული საჯარო და კერძო სკოლების Etaloni.ge-ს თანამოაზრე ხელმძღვანელებს დიპლომები მიენიჭათ. 

Etaloni.ge აგრძელებს ტრადიციას და წლის შემაჯამებელი აქტივობის სახით თანამოაზრე სკოლებს აჯილდოებს. სასკოლო ცხოვრების წარმოჩენისა და სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის ამჯერადაც გამორჩეული სკოლების ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ.

როგორც გამორჩეულ, სახელობით დიპლომებზეა აღნიშნული, სკოლასა და დირექტორს Etaloni.ge-სგან ენიჭება „სასკოლო აქტივობა-სიახლეების, სკოლების მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.“ აღსანიშნავია, რომ დიპლომები მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ თანამოაზრე საჯარო და კერძო სკოლის დირექტორებს მიენიჭათ. 

Etaloni.ge მადლობას გიხდით თანამოაზრეობისა და სასკოლო აქტივობების ღირსეული წარმოჩენისათვის !
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203