მასწავლებლის სახლი მორიგ ვებინარს აანონსებს - დეტალები
22-11-2022
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ და „ასწავლე საქართველოსთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში მშობელთა დიდი ინტერესისა და ჩართულობის საფუძველზე გრძელდება ვებინარების ციკლი - ხუთშაბათს, 24 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე გაიმართება საინფორმაციო ვებინარი თემაზე - „მშობლის როლი შვილის სასკოლო ცხოვრებაში”.

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის სარგებელი
  • მშობელთა ჩართულობის 6 სახე.
  • აქტივობები მშობელთა ჩართულობისათვის.
ვებინარის ბოლოს გაიმართება დისკუსია, სადაც მშობლები დასვამენ კითხვებს ვებინარის თემატიკის ირგვლივ.
თემის წარმდგენი:

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მშობლები განათლებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი - მეგი კავთუაშვილი.
მოდერატორი:

ფსიქოლოგი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის კონსულტანტი - ნინო ნიკოლეიშვილი.

ვებინარზე დასასწრებად დააჭირეთ ბმულს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203