ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიბლიოთეკაში სიარულის კულტურას 1-ლი კლასიდან სწავლობენ
17-04-2018
ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სკოლის პირველკლასელები მასწავლებლის დალი გონაშვილის ხელმძღვანელობით სოფლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. 

ბიბლიოთეკარმა ეთერ სიფრაშვილმა ბავშვებს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები გააცნო.

სკოლის აღსაზრდელებმა მათთვის საინტერესო წიგნები შეარჩიეს.

საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 2 აპრილს აღნიშნავს. დღესასწაული 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი პოეტისა და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203