თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.
კვირეულში აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
კვირეული კედლის გაზეთებისა და ნახატების გამოფენით გაიხსნა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მათივე თანაკლასელების მიერ შექმნილი ნახატები, „კალიგრაფიის მარგალიტები“ და დედაენის სხვადასხვა გამოცემის წიგნები.
კვირეულში დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ, რომლებმაც მასწავლებლების დახმარებით წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები, იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სცენები.
პირველკლასელებმა მშობლებთან ერთად აღნიშნეს გაკვეთილზე დედაენის დღე. აღსანიშნავია მშობელთა ჩართულობა.
მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით შეასრულეს ნახატები გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით და შემდეგ, ასევე მშობლების დახმარებით, გააკეთეს პრეზენტაცია.
ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ სახალისო თამაშში „აბა გამოიცანი“.
კვირეულის დასკვნითი ეტაპზე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ენის შესახებ, მე-10 კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს სლაიდ შოუ და გაიმართა შეჯიბრი: „ვინ უკეთ იცის სალიტერატურო ქართული“.
კვირეულმა საინტერესოდ და წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები