დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებას ქართული ენის პედაგოგები, მარინე ირიციანი და გაიანე ვარდაპეტიანი ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიებაში 1-ლი, მე-5, მე-7, მე-9, მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ლექსები და კედლის გაზეთები მოამზადეს, ისაუბრეს სახელმწიფო ენის მნიშვნელობასა და როლზე და ცნობილი მწერლების ციტატები გაიხსენეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო