საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებაზე რეგისტრაცია 4 დეკემბერს სრულდება. აპლიკანტებს რეგგისტრაციის გავლა შეუზლიათ ლინკზე გადასვლით - ttps://directors.mes.gov.ge
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (იხ. რეკვიზიტები)
2020 წელს გამოცხადებულ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრირებული პირები ითვლებიან რეგისტრირებულ პირებად და ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.
კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.