სკოლებში რუსული ენის სწავლება აიკრძალება - გადაწყვეტილება ლატვიის განათლების სამინისტრომ გამოაცხადა 
25-11-2022

ლატვიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, რომ 2026/2027 სასწავლო წლიდან სკოლის მოსწავლეებისთვის, მეორე უცხო ენად რუსულის არჩევა გააუქმოს. 

გეგმის მიხედვით, მეორე უცხო ენა ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ევროკავშირის მხოლოდ ერთ-ერთი ოფიციალური ენა იქნება.

„გამონაკლისი დაიშვება იმ ენებისთვის, რომელთა შესწავლა რეგულირდება ცალკეული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით.

ვინაიდან რუსული არ არის ევროკავშირის ენა და არ ფიგურირებს შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებში, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს სკოლებში რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლის აკრძალვას.

დღემდე ლატვიის სკოლებში პირველი უცხო ენა პირველი კლასიდან ისწავლება და ყველაზე ხშირად ეს ინგლისურია. მეორე უცხოური ენის სწავლება მეოთხე კლასიდან იწყება და მისი არჩევის საკითხი ჯერ კიდევ არ არის კანონით დარეგულირებული.

2021 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლატვიის სკოლების თითქმის ნახევარს არჩევანი არ აქვს: 300-ზე მეტ სკოლაში მეორე უცხო ენად მხოლოდ რუსული სთავაზობენ.

ლატვიის განათლების სამინისტრო გამომდინარეობს იქიდან, რომ დაგეგმილი ცვლილებები „ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სრულ ჩართვას ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში“, - წერს მედია ლატვიის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით.

წყარო: eurotume.eu

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203