2023 წლის ოქროსმედალოსან მოსწავლეებს 500 ლარი გადაეცემათ - გადაწყვეტილება საჯარო და კერძო სკოლის კურსდამთავრებულებს ეხებათ
25-11-2022
რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” ფარგლებში 2023 წლის კერძო და საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი მოსწავლეები 500 ლარით დაჯილდოვდებიან. 

როგორც რუსთავის საკრებულოს დადგენილებაშია აღნიშნული, ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული არის მოსწავლე, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის პერიოდში იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 - დამრგვალების გარეშე.

მოსარგებლე პირ(ებ)ი და დაფინანსების ოდენობა:

ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტში განცხადების წარდგენის მომენტისათვის მიმდინარე წელს იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.

გამონაკლის შემთხვევაში, თუ  ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული სკოლის დამამთავრებელი წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებს აღნიშნული ქვეპროგრამით, ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება მიეცეს მომდევნო ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი.

დადგენილება 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203