დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ოლიმპიადაში საპრიზო ადგილები დაიკავეს
17-04-2018
დაბა თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარიამ არჩემაშვილმა და მარიამ ციხელაშვილმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად 50%-იანი დაფინანსება მოიპოვეს.
მარიამ არჩემაშვილი და მარიამ ციხელაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველწლიურ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ, სადაც საპრიზო ადგილები დაიკავეს.
ოლიმპიადაში მთელი საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და მომავალში წინსვლას უსურვებს.