გალავნის საჯაროს სკოლაში დედაენის დღე გრანდიოზულად აღნიშნეს.
კვირეულის შემდეგ ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის წარმომავლობასა და სილამაზეზე, ასევე ყურადღება გაამახვილეს მის მსოფლიო მნიშვნელობასა და მდიდარ ბუნებაზე.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ეროვნული ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს.
სკოლის ადმინისტრაციამ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობისთვის მოსწავლეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები