ქუტირის საჯარო სკოლაში დედა ენის დღის შესახებ მინი ლექცია ჩატარდა
17-04-2018
აკაკი ტერელაძის სახელობის ქუტირის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის წევრებმა ირა ბენდელიანის ხელმძღვანელობით მინი ლექცია ჩაატარეს. ლექციის თემა იყო „14 აპრილი ქართული ენის დღეა“.
წრის წევრებმა მოსწავლეებს დედა ენის დღის დაწესების ისტორია გაცნეს, დედა ენის ძეგლის ავტორის შესახებ ისაუბრეს და კედლის გაზეთი გამოუშვეს. დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა. იხილეთ ფოტოები