ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში დედა ენის დღე მოსწავლეებმა ბაღის აღსაზრდელებთან ერთად იზეიმეს
17-04-2018
ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში დედა ენას ღონისძიება მიუძღვნეს. 

ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები  და ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. 

ზეიმის მონაწილეებმა დედა ენაზე დაწერილი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს.

ღონისძიება  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ინგა მუკუტაძემ მოამზადა. პედაგოგს დაწყებითი კლასების მასწავლებლები ეხმარებოდნენ. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203