ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში სამთვიანი პროექტი გამოფენით დასრულდა
17-04-2018
უცხოელი მოხალისე ნოემი შუ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამი თვის განმავლობაში ქარგვას პროექტის - „ფანტაზია და მარჯვე ხელები“ ფარგლებში ასწავლიდა. აღნიშნული პროექტი გამოფენით დასრულდა.
გამოფენას ესწრებოდნენ ევროკავშირის ზუგდიდის საველე ოფისის წარმომადგენლები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ნაქარგები.
„ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთი ჩემი“- ს მორიგი პროექტი აფხაზეთის საზღვრისპირა სოფელში,“ - აღნიშნავენ სკოლის წარმომადგენლები.