ხავეთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების „ჩემი სახელმწიფო ენა“ მონაწილეებმა ქართული სიმღერები, ცეკვები და ლექსები შეასრულეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ასევე 14 აპრილის დედა ენის დღედ გამოცხადების ისტორიაზე.
1978 წლის 14 აპრილს საბჭოთა ხელისუფლების მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ, საქართველოს საზოგადოებამ მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები გამართა, რის შედეგედაც, კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა ხოლო, 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები