იგოეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის წიგნი აკინძეს
17-04-2018
იგოეთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს. პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლების ნათია ფელიშვილის და ნინო ყარანაშვილის ხელმძღვანელობით, საკუთარი ხელით შესრულებული და დასურათებული დედა ენის წიგნი აკინძეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.