ავრანლოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება აქტიურად ტარდება.
მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს უყურადღებოდ არ ტოვებენ და ყოველთვის აღნიშნავენ.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა.
სკოლაში სასწავლო პროექტი „ვიტამინები და მისი მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმში“ ჩატარდა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები სკოლის აბიტურიენტებს შეხვდნენ და სასწავლო პროგრამები წარუდგინეს.
ხშირად ტარდება გასვლითი ღონისძიებები, მათ შორის, მოეწყო სასწავლო ექსკურსია დაშბაშის კანიონზე.
ავრანლოს საჯარო სკოლა მომავალშიც გეგმავს ღონისძიებების აქტიურად ჩატარებას.
იხილეთ ფოტოები