მასწავლებლებისთვის შეხვედრა 4 საკითხზე ჩატარდება - დასწრების ინსტრუქცია და ვადები
1 დეკემბერს, 17:00 საათზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გიწვევთ ვებინარზე გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის - „კლიმატის ცვლილება - გამოწვევები და ბრძოლის ინსტრუმენტები“.
ვებინარზე განხილული იქნება:
- კლიმატის ცვლილება, მისი გამომწვევი მიზეზები;
- კლიმატის ცვლილების ეფექტები საქართველოსა და მსოფლიოს კონტექსტში;
- კლიმატის ცვლილების საერთაშორისო პოლიტიკა;
- კლიმატის ცვლილების შერბილება-მიტიგაცია, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია.
გეოგრაფიის დოქტორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტი - მაია ბლიაძე.
CENN-ის ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალისტი, საქართველოს კლიმატის პროგრამის GEO-CAP და კლიმატის ინოვაციური სერვისების ექსპერტ-ასისტენტი - მირანდა აფაქიძე.
ვებინარზე დასასწრებად დააჭირეთ
ბმულს