საჯარო სკოლებისა და ბაღების დაფინანსებასთან დაკავშირებით მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო
28-11-2022
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთვრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

„იცით, რომ პირველი იანვრიდან, დაიწყება სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, აქაც 800 სკოლა გავქვს ჩასმული, 500 სკოლას გაისად ვიწყებთ, რაც მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. ჩვენი თაობა უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, კარგ გარემოში. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე“,- აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ დამატებით, კიდევ 150 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა განათლების დაფინანსებაზე.

სხდომაზე ასევე აქცენტი გაკეთდა ბაღებზე, ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყება. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203