გიორგი ლომაძის სახელობის ლესის საჯარო სკოლაში სიყვარულის დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მე-11 კლასის მოსწავლეებმა სკოლაში მისულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლის დერეფანი ლამაზად მორთული დაახვედრეს, კედლებზე გაკრული იყო სიყვარულისადმი მიძღვნილი გამონათქვამები და მოსწავლეების აზრები.
სიყვარულის დღემდე კი, ერთი კვირის მანძილზე, მოსწავლეები და მასწავლებლები მათთვის საყვარელ ადამიანებს წერილებს წერდნენ. 15 აპრილს კი წერილები ადრესატებს გადასცეს. კონვერტს მხოლოდ იმ პიროვნების სახელი ეწერა ვისთვისაც განკუთვნილი იყო, ხოლო ავტორის ვინაობა მხოლოდ მისი გახსნის შემდეგ ხდებოდა ცნობილი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობამ მონაწილეებში ინტერესი და მხიარულება გამოიწვია.
„ბოლოს კი მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ ,,მეგზურად სიყვარულს თუკი არ აირჩევთ, ცხოვრება გექცევათ უმძიმეს ტვირთად“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები