გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს სპეციალური დიპლომები გადაეცათ
28-11-2022

„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური წიგნი რვეული, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებისა და წიგნიერების სამყაროში ჯადოსნური მოგზაურობისთვის ამზადებს, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა.

სახელმძღვანელომ გამოცემისთანავე, უამრავი მეგობარი შეიძინა, როგორც პატარებს, ასევე მათ მშობლებს შორის, განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუსტად ხვდებიან, როგორი მნიშვნელოვანია მომავალი თაობების განათლებაში ჩადებული ინვესტიცია.

სხვათა შორის, არაერთხელ აღინიშნა ისიც, რომ „პირველკლასელთა აკადემია“ თითოეული ბავშვის წიგნის თაროს უნდა ამშვენებდეს, რისთვისაც ქმედითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და ამის ნათელი მაგალითია გურიის რეგიონი - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გადაწყვეტილება - უნიკალური სახელმძღვანელო გადაეცათ ადგილობრივი სკოლამდელებისთვის.

ასეც მოხდა - იყო ემოციების ზღვა, „პირველკლასელთა აკადემიით“ ხელდამშვენებული ასობით პატარა და რა თქმა უნდა, მთავარი იდეის - განათლებული მომავალი თაობების სადარაჯოზე მდგომი სამთავრობი და არასამთავრობო სექტორი

მოგვიანებით კი, „ეტალონის“ პროექტების ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულს გურიის მხარეში გიორგი ურუშაძეს, სპეციალური დიპლომი გადასცა; ჩოხატაურის მერს დავით შარაშიძეს საქვეყნო მნიშვნელობის მერის, ირაკლი კუჭავას „საქვეყნო მნიშვნელობის საკრებულოს თავმჯდომარის“, ასევე საქვეყნო მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისა და სახელმწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს 2022 წლის „საქვეყნო მნიშვნელობის მერის“, ხოლო ბესიკ ტაბიძეს 2022 წლის „საქვეყნო მნიშვნელობის საკრებულოს თავმჯდომარის" დიპლომები საზეიმოდ გადაეცათ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203