კათედრის მორიგი შეკრება სემესტრის დასრულებამდე უნდა გაიმართოს - მიზეზი
10-12-2022

სკოლებში კათედრის ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. კათედრის შეკრებები სკოლაში დასაქმებული თითოეული მასწავლებლის ხელშემწყობია.

მასწავლებელმა უნდა შეძლოს საგანმანათლებლო სისტემის აღქმა, როგორც ერთიანი დიდი სურათისა და ამ სისტემაში თავისი როლის განსაზღვრა. კათედრის ფარგლებში დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის კოდექსის შესრულებას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა კათედრის წევრებს ავალდებულებს, ხშირად შეიკრიბონ და განიხილონ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ევალებათ.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კათედრის წევრები რეგულარულად უნდა შეიკრიბონ, მინიმუმ ორჯერ სემესტრში. აუცილებელია კათედრის შეკრება სემესტრის დასაწყისში და ყოველი სემესტრის ბოლოს.

„კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით)“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203