როგორ გამოითვლება მოსწავლის ქულა, თუ ის სემესტრის განმავლობაში სხვა სკოლაში გადავიდა, იქ კი განსხვავებული საგნების სწავლა მოუწია?
10-12-2022

2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი სრულდება და მოსწავლეთა სემესტრული შეფასება აქტუალური თემა ხდება.

მობილობის გამო, ზოგჯერ გაურკვეველია, როგორ გამოითვლება იმ მოსწავლის ქულა, რომელიც ერთი სკოლიდან მეორეში გადავიდა. გაუგებრობა განსაკუთრებით მაშინაა, როდესაც მოსწავლის მიმღებ სკოლაში იმაზე მეტი შემაჯამებელია ჩატარებული, ვიდრე იმ სკოლაში, საიდანაც მოსწავლე გადავიდა.

როგორ უნდა შეფასდეს ასეთ შემთხვევაში მოსწავლე? ეროვნულ სასწავლო გეგმაში განმარტებულია, რომ:

„თუ სემესტრის განმავლობაში სკოლიდან სკოლაში გადასვლისას აღმოჩნდება, რომ მიმღებ სკოლაში რომელიმე საგანში/საგნებში ჩატარებულია შემაჯამებელი დავალების/დავალებების უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე გამშვებ სკოლაში, მიმღები სკოლა მოსწავლის შემაჯამებელი დავალების რაოდენობას დაითვლის გამშვებ სკოლაში დადგენილი და მოსწავლის მიერ შესრულებული, ასევე მიმღებ სკოლაში მოსწავლის გადმოსვლის მომენტიდან ჩატარებული და მის მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების მიხედვით“.

შემაჯამებელი დავალებების გარდა, დოკუმენტში საუბარია იმ შემთხვევაზეც, რა ხდება მაშინ, თუ აღმოჩნდება, რომ სხვა სკოლაში მობილობით გადასული მოსწავლე განსხვავებულ საგნებს სწავლობდა. როგორ ფასდება ასეთ დროს ის?

„თუ მოსწავლეს, სკოლიდან სკოლაში სემეტრის მიმდინარეობისას გადასვლის გამო, მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი ქულა, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის წლიურ ქულად. ამასთან, მიმღებმა სკოლამ უნდა შეაფასოს მოსწავლე ახალ განსხვავებულ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე“, - წერია დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203