სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ნომრები შეასრულეს
17-04-2018
სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგ მარინე სიხუაშვილის ხელმძღვანელობით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ნომრებით გადმოსცეს თავიანთი სათქმელი 14 აპრილთან დაკავშირებით და ერთმანეთსა და დამსწრეებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს.
1978 წლის 14 აპრილს საბჭოთა ხელისუფლების მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ, საქართველოს საზოგადოებამ მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები გამართა, რის შედეგედაც, კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა ხოლო, 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.