პატარა არაქალის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა
17-04-2018
პატარა არაქალის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ზეიმი ჩატარდა. 

ღონისძიება მასწავლებლებმა ოვანეს წარუკიანმა და ეკა მირუაშვილმა მოამზადეს. 

ზეიმზე მოსწავლეებმა „წითელქუდა“ და „სამი დათვი“ დადგეს, წაიკითხეს ლექსები, შეეჯიბრნენ ერთმანეთს გამოცანების თქმაში. 

მერვე კლასის მოსწავლეებმა ლუსინე მურადიანმა, სუსანნა პაპოიანმა, ანჟელიკა პაპოიანმა, აღუნიკ ვარტანიანმა, რიმა კიურეღიანმა, სარქის წარუკიანმა, ნინა კიურეღიანმა ქართული სიმღერები შეასრულეს. 

ქართული ცეკვა წარუდგინეს მაყურებელს ჰარაირ ბაბოიანმა, ვანი ბასენციანმა, გაგიკ ვარტანიანმა, ნერსეს ლორეციანმა, არტუშ კიურეღიანმა და ოვანეს კიურეღიანმა. 

ქართულის მასწავლებლის ჰაიასტან ვარტანიანის დახმარებით სახალისო ნომრები დაიდგა.

სკოლა სომხურენოვანია, თუმცა მასწავლებლების ძალისხმევით მთლიანი კონცერტი ქართულ ენაზე ჩატარდა. 

„მე ძალიან მონდომებული ვარ, რომ სომეხი მოსწავლეები დავაინტერესო ქართული ენით. ვცდილობ ყველანაირად ამ ენამ მათში გაიღვიძოს, რადგან მათთვის ეს არის სახელმწიფო ენა, ვასწავლო ტექსტები, წერა, მეტყველება, აზროვნება. მათ უნდა შეძლონ ესეების წერა, საკუთარი აზრის გამოხატვა და წიგნების წაკითხვა“- აღნიშნავს ეკა მირუაშვილი. 

ქართული ენის ზეიმზე მთელი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203