„მასწავლებლების დაფასება აისახება ხელფასებსა და სოციალურ პაკეტებზე“
29-11-2022
უკვე ცნობილია, რომ მასწავლებლებს დეკრეტული შვებულება 6 თვის განმავლობაში აუნაზღაურდებათ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა; საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კი აღნიშნა, რომ ესაა წინგადადგმული ნაბიჯი, მთავრობა მხარში დაუდგეს მასწავლებლებს:
„ყოველ წელს განათლების ბიუჯეტი არის პრიორიტეტი ჩვენთვის; განსაკუთრებით ღვაწლმოსილი, მრავალრიცხოვანი მასწავლებლების დაფასება აისახება ხელფასებსა და სოციალურ პაკეტებზე;
2023 წელს კვლავ იზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება, ბიუჯეტში გათვალისწინებულია 6-თვიანი დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაც, რაც აქამდე არ იყო, და ბუნებრივია, ეს არის სწორი, წინგადადგმული ნაბიჯი, კიდევ უფრო მხარში დავუდგეთ ჩვენს დამსახურებულ და ღვაწლმოსილ მასწავლებლებს“.