„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური წიგნი რვეული „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა და მის უმთავრესი დანიშნულებაა - ბავშვები სასკოლო ცხოვრებისთვის მოამზადოს, ამაყად შეუძღვეს ცოდნის ტაძარში და მისცეს ის მყარი საფუძველი, რაზეც საკუთარ განათლებას დააშენებენ.
სახელმძღვანელომ, გამოცემისთანავე, უამრავი მეგობარი შეიძინა და ღირსეული ადგილი დაიკავა მომავალი პირველკლასელების წიგნის თაროზე. ამ ყველაფერში განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუსტად ხვდებიან „პირველკლასელთა აკადემიის“, izrune.ge-სა და ზოგადად „ეტალონის“ მთავარ დანიშნულებას, ხელს უწყობენ ადგილობრივ მოსწავლეებს, აქტიურად იყვნენ ჩართულები საქვეყნო მნიშვნელობის ამ პროექტებში და საკუთრი მიღწევებით არაერთხელ ასახელონ მშობლიური მუნიციპალიტეტი.
ამის ნათელი დადასტურებაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტების მიმართ და სწორედ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის” მხარდაჭერისთვის, ახლახან გოჩა ტყეშელაშვილმა სამადლობელი დიპლომები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონია სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, სადაც პროექტ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ავტორმა - გოჩა ტყეშელაშვილმა რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და რესურსეცნტრის ხელმძღვანელებს სამადლობელი დიპლომები გადასცა.
რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები დღემდე წარმატებით თანამშრომლობენ სოცილურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონსა“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-სთან.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
პროექტი „ეტალონი“ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ბევრ მნიშვნელოვან აქტივობას ახორციელებს, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდა თაობის მოტივაციის გაზრდისა და განათლების ხელშეწყობისკენ.