დაშვებულია თუ არა ბაღებში საახალწლო ღონისძიებების ჩატარდება და მშობელთა დასწრება - პასუხები აქტუალურ კითხვებზე
30-11-2022

საახალწლო დღესასწაულები ახლოვდება და პატარები განსაკუთრებით ემზადებიან. საზეიმო განწყობა ნელ-ნელა შემოდის ბაღებშიც, თუმცა საინტერესო ისაა, დაშვებულია თუ არა საახალწლო ღონისძიებები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და დაიშვებიან თუ არა ასეთ დროს მშობლები.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალების გასარკვევად თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით, სადაც etaloni.ge-ს განუმარტეს, რომ საახალწლო ღონისძიებები თუ აქტივობები აკრძალული არ არის, კოვიდრეგულაციები კი ამჟამად მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, ასე რომ, დაუშვებენ თუ არა ღონისძიებებზე მშობლებს, ამას ბაღების ხელმძღვანელები თავად გადაწყვეტენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203