ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლე ღირსეული საქციელისთვის დააჯილდოვეს
17-04-2018
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია წიქარიშვილი მადლობის ფურცელით დააჯილდოვეს. 

ანდრიამ სკოლაში დაკარგული ფული იპოვა და მანდატურის სამსახურს გადასცა. 

„სწორედ ასე აღზრდილი მომავალი თაობა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას"– ამ სიტყვებით შეაქო N37 სკოლის დირექტორმა ნანა კენჭოშვილმა ანდრია და მადლობის ფურცელი გადასცა. 

„დარწმუნებული ვართ, რომ ანდრიას საქციელი მისაბაძი იქნება მისი მეგობრებისთვისაც და ისინი ღირსეულ ადამიანებად აღიზრდებიან“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203