მასწავლებლებთან დაკავშირებით კანონებში ცვლილებები შევიდა - დეტალები
30-11-2022
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში, რომელიც შეეხება ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ მასწავლებელთან დაკავშირებული რეგულაციების კორექტირებას, ასევე სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებულ ცვლილებას.

დოკუმენტის თანახმად, ცვლილება მიზნად ისახავს: დაზუსტდეს სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები და აქ გათვალისწინებული იქნეს მეტი შესაძლო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება გახდეს სპეციალური მასწავლებელი. ასევე, საშუალება მისცეს მოქმედ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს კომპეტენციები დაადასტურონ 2025 წლის 1 იანვრამდე. აგრეთვე, საშუალება მისცეს 2018 წლის 10 აგვისტომდე დასაქმებულ სპეციალურ პედაგოგს/სპეციალურ მასწავლებელს/ფსიქოლოგს/ინკლუზიური განათლების კოორდინატორს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, აღიარებულ იქნენ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებად.

იხილეთ ასევე:

პრაქტოკოსებს სტატუსის შენარჩუნება 2025 წლამდე შეეძლებათ - ცვლილება ზოგადი განათლების კანონში შევა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203